ტექნოლოგია

ტექნოლოგია

   შპს “საქართველოს შპალ-საჟღენთი ქარხანა” არის ერთერთი ძირითადი მიმწოდებელი გაჟღენთილი შპალნედლეულისა ისეთი მსხვილი ორგანიზაციებისა როგორიცაა: სს “საქართველოს რკინიგზა”, საქართველოს მეტროპოლიტენი და მრავალი სხვა ორგანიზაციებისა, მისასვლელი ჩიხების შესაკეთებლად.

   აღნიშნულ ორგანიზაციაში ნედლეულის კერძოდ: ხის განძელების (შპალების), საისრე გადამყვანი ძელების, ხიდის ძელების შესყიდვა – დამზადება ხდება შესაბამისი გოსტის გათვალისწინებით , კერძოდ : გოსტი 78-2004; გოსტი 8816-2003; გოსტი 28450-90; გოსტი 22830-77.


   გაუჟღენთავი ნედლეულის შემოსვლისას ხდება მისი დაცლა და დახარისხება კატეგორიების მიხედვით, დაშტაბელება (დაპაჩკვა). ადგილზევე ხდება მერქანის ტენიანობის %-ის გაზომვა, რათა არ მოხდეს მაღალი ტენიანობის მქონე ნედლეულის გაჟღენთვა. ბუნებრივ პირობებში შრობის გარდა (დაშტაბელება- დაპაჩკვის) გარდა ხდება აღნიშნული ნედლეულის საჟღენთ ცილინდრებში შრობა, კერძოდ ვაკუუმ ნასოსისა ე.წ. “ზმეიავიკებით” , რათა ტენიანობა დავიდეს 22__25%-მდე.
   გამოშრობილი, გასაჟღენთად გამზადებული ნედლეული წიწვოვანი ჯიშის (ფიჭვი, ნაძვი, სოჭი) იტვირთება საჟღენთ ურიკებზე 25_27 მ3 და შეგვაქვს ავტოკლავებში (საჟღენთ ცილინდრებში). გაჟღენთვა ხდება ქვანახშირის ზეთის საშუალებით, რომელიც გამოიყენება და არის ერთ_ერთი საუკეთესო საშუალება ხის მერქანის ანტისეპტირებისათვის, რომელიც შემოგვაქვს უკრაინიდან (გოსტი 2770_74).
   ჟღენთვა მერქანისა ხდება ავტოკლავებში. ავტოკლავური გაჟღენთვა ზეთოვანი დამცავი საშუალებით წნევის ქვეშ, გოსტი (20022.5_75). ამ გოსტიდან 
გამოიყენება I მეთოდი ( წნევა_წნევა_ვაკუუმი) აღნიშნული მეთოდი გვაძლევს საშუალებას გავჟღინთოთ მერქანი საჭირო სიღრმეზე, ნაკლები ანტისეპტიკის დანახარჯით.
  პაკეტები ხის მერქანისა მექანიკური საშუალებით იტვირთება ვაგონეტკებზე ისე რომ ზეთოვანმა ანტისეპტიკმა შეაღწიოს ყველგან და თავისუფალი შეხება ჰქონდეს მერქანის ზედაპირთან . აღნიშნული ვაგონეტკები შეგვაქვს ავტოკლავში (ცილინდრებში), რომლებიც ჰერმეტულად იხურება და იქმნება ჰაერის წნევა (2_4 кгс/см2) გაჟღენთვის ნორმების მიხედვით, ამის შემდეგ წნევის შეუმცირებლად საჟღენთი ცილინდრი_ავტოკლავი ივსება წინასწარ გაცხელებული ანტისეპტიკით. წნევა იზრდება ცილინდრებში მიერთებული მერნიკების საშუალებით. მომატებული წნევა (5_7 кгс/см2) ჯიშების მიხედვით ნარჩუნდება განსაზღვრული დროით.
   ხის მერქანი გაცხელებული სითხის წნევის ქვეშ ყოფნის დამთავრების შემდეგ ანტისეპტიკი შეკუმშული ჰაერის საშუალებით იდევნება ცილინდრიდან და საბოლოოდ დაგვყავს ატმოსფერულ წნევამდე. ამის შემდეგ იქმნება ვაკუუმი, განსაზღვრული დროით. საბოლოოდ ცილინდრში იქმნება ატმოსფერული წნევა და მისი გაღება. გაჟღენთილი ხის მერქანით დატვირთული ვაგონეტკები გამოგორდება და გადაგვაქვს დაცლა_დატვირთვის მოედანზე.