Icon
გორის შპალსაჟღენთი ქარხანა

ქარხნის შესახებ



გორის შპალსაჟღენთი ქარხანა ერთ-ერთი უძველესი საწარმოა გორში. აშენდა 1893 წ. ეკუთვნოდა ფინელ მრეწველს ა. ზეზემანს. საწარმო ძირითადად მარაგდებოდა ადგილობრივი ნედლეულით. შპალების გაჟღენთვა მიმდინარეობდა ვულკანიზებული წესით. ქარხანა წელიწადში უშვებდა 1000-1500 კუბ. მ. პროდუქციას. 1965 წლიდან აღიჭურვა ახალი ტექნიკით, რამაც საგრძნობლად გაზარდა ნაწარმის ხარისხი და რაოდენობა (წელიწადში 110-124 ათ. კუბ. მ.). ნედლეულით ქარხანას ძირითადად ამარაგებდა კრასნოიარსკის ხე-ტყის ბაზა, საჟღენთი ნივთიერებით – დონეცკის ოლქის კოქსქიმიური ქარხანა. შპალსაჟღენთი ქარხანა ემსახურებოდა სარკინიგზო მეურნეობას და თავის პროდუქციას აწვდიდა როგორც სსრ კავშირის სხვადასხვა რაიონს, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებს.

გორის შპალსაჟღენთი ქარხანა

2005 წელს განხორციელდა ქარხნის მთლიანი რეკონსტრუქცია, ქარხანა გადაიარაღდა ახალი ტექნოლოგიური დანადგარებით რომელიც უშვებს წნევის ქვეშ მოხარშულ, გაჟღენთილ შპალებს ევრო სტანდარტებისა და სახელმწიფო სტანდარტების მიხედვით. საქართველოს რკინიგზის მიერ 2006 - 2009 წლებში გამოყენებული შპალების 95% მიწოდებული იქნა ჩვენი ქარხნის მიერ. ქარხანა წარმატებულად მონაწილეობს სხვა და სხვა ტენდერში.



საქართველოს შპალსაჟღენთი ქარხანა

საქართველოს შპალსაჟღენთი ქარხანა

საქართველოს შპალ-საჟღენთი ქარხანა

საქართველოს შპალ საჟღენთი ქარხანა

საქართველოს შპალ საჟღენთი ქარხანა